თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2013, 15:31
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2141,
კომენტარები: 13
წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ლივერპულთან" მატჩის წინ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
წინასამატჩო პრესკონფერენცია
შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ "ლივერპულთან" მატჩისთვის მზად იქნებიან ანდერსონი და ლუიშ ნანი ხოლო რაც შეეხება ფილ ჯოუნსა და უეინ რუნის ისინი თასის განმეორებით მატჩისთვის მზად იქნებიან "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.

"უეინ რუნიმ უკვე განაახლა ვარჯიში და იმედი მაქვს ის შეძლებს მალე დაბრუნებას.მას არ აქვს მძიმე ტრავმა და შესაძლოა ის "ვესტ ჰემის" წინააღდეგ ვიხილოთ.რუნი ჩვენთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს ამიტომ ის ნამდვილად დაგვაკლდება "ლივერპულთან" მატჩში."

"ნანიმ უკვე სრული დატვირთვით განაახლა ვარჯიში და ის უკვე მზად იქნება კვირას "ლივერპულთან" მატჩისთვის.ასევე ვარჯიში განაახლა ფილ ჯოუნსმა,მაგრამ ის ჩვენ ოთხშაბათს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ დაბრუნდება.ანდერსონი უკვე სრულ მზად ყოფნაში არის საკვირაო მატჩისთვის და შესაძლოა ის სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ტრავმები,მაგრამ სასიხარულოა,რომ რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა ვარჯიში განაახლა."

რობინ ვან პერსი
შოტლანდიელი სპეციალისტი აცხადებს,რომ რობინ ვან პერსიმ უკვე თავისი შესაძლებლობები გვაჩვენა,მაგრამ მას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

"რობინ ვან პერსი ყველაფერს აკეთებს გუნდისათვის და სწორედ ეს არის დასაფასებელი მასში.ზოგი თვლის,რომ მან უკვე გაჩვენა თავისი შესაძლებლობები,მაგრამ მე დარწმუნებული ვარ,რომ მას უფრო მეტი შეუძლია.ჩვენ ეხლა გვყავს მსოფლიო კლასის ფორვარდი და მას გონივრულად ვიყენებთ.ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა ჩვენთვის."

"გასულ სეზონში,როდესაც ის "არსენალის" ფეხბურთელი იყო გახდა პრემიერ ლიგის ბომბარდირი და იმედი მაქვს ის წელსაც მოახერხებს ამ პრიზის მოპოვებას,მაგრამ უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში,როდესაც მისი ჩვენთან გადმოსლა გადაწყდა ყველას ეგონა,რომ ვერაფერს მიაღწევდა,მაგრამ მან ყველას აჩვენა თავისი შესაძლებლობები.ზუსტად ასე იყო უეინ რუნის ტრანფერის დროს ბევრი მითქმა-მოთქმა იყო,მაგრამ ყველა ეს ადმიანი რუნიმ თავისი სადებიუტო მატჩით გააჩუმა."

სერ ალექს ფერგიუსონმა ასევე ისაუბრა "ლივერპულის" ფორვარდზე ლუის სუარესზე,რომელიც ამჟამად ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება.

"ჩვენ ყოველთვის სერიოზულად ვანალიზებთ ჩვენი მოწინააღდეგის თამაშს.ჩემი აზრით "ლივერპულის" მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ სუარესია.ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მოწინააღმდეგეზე საკმარისზე მეტი ინფრომაცია მოვიპოვოთ და სწორედ ამ ინფორმაციის ხარჯზე ვაპირებთ სუარესის განეიტრალებას."

ტრანსფერები
"ჯერ-ჯერობით გეგმაში არაფერი არ გვაქვს და წინასწარ არაფრის თქმის უფლება არ გვაქვს.ფანებს ყოველთვის უნდათ ახალი მოთამაშე გუნდში,მაგრამ ამ ეტაპისთვის ვერაფერს დაგპირდებით."

წყარო: Redevils.Ru
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
11 იანვარი 2013 15:31
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
რუნი მაინც დაგვაკლდება what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Shako Jones
11 იანვარი 2013 15:39
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
აუ ნერვები მეშლება ვან პერსის რო ლიდერს უწოდებენ ! მაგრად მევასება მაგრამ პირველი ლიდერი რუნია <3

დე ჰეა
რაფაელი ვიდიჩი ევანსი ევრა
ვალენსია კერიკი ქლევერლი ნანი
ჩიჩარიტო ვან პერსი

აი ეს სასტავი მინდა ^_^
0
№3
ავტორი: love united
11 იანვარი 2013 15:40
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ...
0
№4
ავტორი: Z A C K™
11 იანვარი 2013 15:42
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ზაჰაზე აღარაფერი ისმის ახალი?

პ.ს მოდლობა ავტორს რომ ყოველთვის იდება წინასამატჩო და მატჩისშემდგომი ეს აუცილებელია:)))))))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№5
ავტორი: UTD-Rule
11 იანვარი 2013 15:47
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აუ ისე ნანის ხილვა გაასწორებდა ლივერპულთან likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: love united
11 იანვარი 2013 15:49
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
zau
გუშინ რაც დაიდო იმის მერე არაფერია ახალი...მაგრამ თითქმის მანჩესტერელია...
0
№7
ავტორი: Zizou
11 იანვარი 2013 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ანდერსონი როდის დაბრუნდება რა, რა კარგ ფორმაში იყო მანამ ტრავმას მიიღებდა

ანდერსონი როდის დაბრუნდება რა, რა კარგ ფორმაში იყო მანამ ტრავმას მიიღებდა
0
№8
ავტორი: UTD-Rule
11 იანვარი 2013 16:01
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ციტატა: Zizou
ანდერსონი როდის დაბრუნდება რა, რა კარგ ფორმაში იყო მანამ ტრავმას მიიღებდა


წაიკითხე დაბრუნდა უკვე ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: SAF
11 იანვარი 2013 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
აბა ვამხობთ ლუზერპულს მალე..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№10
ავტორი: Zizou
11 იანვარი 2013 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
UTD-Rule,
წავიკითხე, შესაძლოაო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top