"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა მემფის დეპაიმ უარი თქვა ლუი ვან გაალის დადანაშაულებაზე.
ჰოლანდიელი იმედოვნებს, რომ ის 2016\17 წლების სეზონს მაღალ დონეზე ჩაატარებს და ძველი მემფისის სახელს დაიბრუნებს.
"არასდროსაა სასიამოვნო, რომ გაკრიტიკებენ, მაგრამ ესეც ფეხბურთის ნაწილია და მას უნდა გაუმკლავდე. სეზონი ისე არ წარიმართა, როგორც ვგეგმავდი და ამან ჩემს თავდაჯერებულობას ზიანი მიაყენა.
ამაში მწვრთნელს არ ვადანაშაულებ. მე ჩავატარე კარგი და ცუდი მატჩებიც. არ მინდა ამაში ვინმეს დადანაშაულება. ჯერ ვან გაალს არ შევხმიანებივარ. ალბათ, დავურეკავ ან შეტყობინებას გავუგზავნი.
ახლა ჩემზეა დამოკიდებული სიტუაციასთან გამკლავება. ვფიქრობ, ყველა თავდამსხმელი ინტუიციური უნდა იყოს. გადაწყვეტილებები უნდა მიიღო იმის თაობაზე, თუ როგორ მოიქცე ინდივიდუალურად. ძველი მემფისი, რომელიც ყველა მეტოქეს ამარცხებს, მალე კვლავ დაბრუნდება.
იმდენი მატჩი ვერ ჩავატარე, რამდენის იმედი მქონდა და ამის გამო იმედგაცრუებული ვარ. სხვა მოლოდინი მქონდა, მაგრამ ამას უნდა გავუმკლავდე.
ახლა მომდევნო სეზონი მოდის. ჩემი ფასი წინასასეზონო ტურნეზე უნდა დავამტკიცო".