"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანმა ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა, ამის შესახებ ინგლისური პრესა გვამცნობს.
კერიკთან შეთანხმება სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და მაიკლი მომდევნო სეზონსაც "ოლდ ტრაფორდზე" გაატარებს, რომელიც უკვე მისთვის რიგით მე-11 იქნება ინგლისურ გრანდში.
გასულ სეზონში კერიკმა 42 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. იგი მესამე მოთამაშეა, რომელსაც კლუბმა ამ კვირაში გაუხანგრძლივა კონტრაქტი, დანარჩენი ორი კემერონ ბორტუიკ-ჯექსონი და მარკუს რაშფორდი გახლავთ.