როი კინის გულახდილი ინტერვიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა ჟოზე მოურინიოს ამაზრზენი ადამიანი უწოდა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მის ყოფილ კლუბს პორტუგალიელი დაეხმარება.
ლუი ვან გაალის გაძევების შემდეგ მოურინიომ "იუნაიტედთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ხნის განმავლობაში 45 მლნ. ფუნტს მიიღებს. გარდა ამისა, კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტიც აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ კინი აღიარებს, მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემპიონის მენტალიტეტის დაბრუნება შეუძლია, განაცხადა, რომ "განსაკუთრებულის" დიდი გულშემატკივარი არ არის.
"მისი გულშემატკივარი არ ვარ. როცა მის წინააღმდეგ მოთამაშე კლუბში ვმუშაობდი, ძალიან მეზიზღებოდა. მაგრამ ეს მხოლოდ პირადი აღზრდის საკითხია.
"მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობა მხოლოდ ტიტულების მოგება არ არის. თუ მის რეზიუმეს გადახედავთ, მიხვდებით, რომ გამარჯვებულია.
როცა "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ის უკვე ითვლებოდა კარგ ვარიანტად.
იგი ხელმისაწვდომია, ფანტასტიკური რეზიუმე აქვს, თითქოს შესაფერისიც არის, მაგრამ, შეიძლება, უბრალოდ მე არ მომწონს", - განაცხადა კინმა.
მოურინიოს სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ მას ბადალი არ ჰყავს. 2004 წელს მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო "პორტუთი", 2010 წელს კი მილანის "ინტერით".
"ჩელსიში" ორჯერ მუშაობისას მან სამჯერ აღმართა პრემიერ ლიგის ტიტული. ითვლება, რომ იგივეს გაკეთება "იუნაიტედშიც" შეუძლია.
მოურინიოს დრო უქმად არ დაუხარჯავს ოფიციალური დასტურის მოლოდინში. ის გუნდისთვის საჭირო ახალ ფეხბურთელებს დაეძებდა.
მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება. კინი ამ იდეას იწონებს.
"ვფიქრობ, მისი ერთი წლით შეძენა ცუდი არ იქნებოდა.
დიდებული ფეხბურთელი და დიდებული პიროვნებაა. უკვე ვთქვი, რომ "იუნაიტედს" ბოლო დროს გავლენიანი ხასიათის მქონე მოთამაშეები აკლია. ის ამ დანაკლისს შეავსებდა".წყარო:
dailymail