Mundo Deportivo იტყობინება, რომ ხუან მატამ, შესაძლოა, ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს, მას კი თავის რიგებში "ბარსელონა" ეპატიჟება.
"ჩელსიში" ასპარეზობისას მატამ ორი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და კლუბის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ იგი "ოლდ ტრაფორდზე" აღმოჩნდა.
ამჟამად მოურინიო სწორედ "ოლდ ტრაფორდზე" დაინიშნა "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელად, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მატა კვლავ დაადგება სხვა კლუბისკენ მიმავალ გზას.
"ბარსელონა" კი მსურველ კლუბთა სიაში შედის, ჭორებს აძლიერებს ისიც, რომ მატა ამჟამად კატალონიაში იმყოფება.