"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ჟოზე მოურინიო პირველად ეწვია კარინგტონს.
53 წლის სპეციალისტი პარასკევს დილით ოფიციალურად გახდა "წითლების" მთავარი მწვრთნელი და მისი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი.
მოურინიო მალევე შეუდგა სამწვრთნელო საქმიანობას და ამის ასასახად ინსტაგრამზე ფოტოც კი გამოაქვეყნა, სადაც თავის საზაფხულო გეგმებს უსვამს ხაზს, ორშაბათს კარინგტონზე სერ ბობი ჩარლტონთან და ედ ვუდვორდთან ერთად იმყოფებოდა.