კამერონ ბორტუიკ-ჯექსონმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2020 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი და მასში ერთწლიანი გახანგრძლივების პუნქტიც შედის.
19 წლის ბორტუიკ-ჯექსონი "იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია და პრემიერ ლიგაში მისი დებიუტი ნოემბერში "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" წინააღმდეგ მატჩში შედგა. კამერონმა პროგრესირება განაგრძო და პირველ გუნდში სულ 14 მატჩი ჩაატარა. მას ასევე მიიღო 21-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.
აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი: "კამერონი ერთ-ერთია აკადემიის აღზრდილი იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც გასულ სეზონში პირველ გუნდში სადებიუტი მატჩი ჩაატარეს. ეს არის ის, რასაც ჩვენი კლუბი ყოველთვის აკეთებდა და აკადემიისა და 21-წლამდე ფეხბურთელის გამოყენებას ჩვენს კლუბს ყველა დიდი სიამაყით უკავშირებდა. მიხარია, რომ კამერონმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და მოუთმენლად ველი მის ხილვას გუნდში მრავალი წლის განმავლობაში".
კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი: "მე "იუნაიტედში" გავიზარდე და სიამოვნებას ვიღებდი ყოველი წამისგან, რომელიც აქ გავატარე. გასულ სეზონში დებიუტით წარმოუდგენელი გამოცდილება მივიღე და ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ოცნება ახდა. ვგრძნობ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ეს ძალიან დამეხმარება. შრომასა და მწვრთნელისა და მისი სამწვრთნელო გუნდის რჩევების გათვალისწინებას გავაგრძელებ, რათა ყოველ ვარჯიშზე გავუმჯობესდე".