მარკუს რეშფორმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2020 წლის ივნისამდეა გათვლილი და ერთწლიან გახანგრძლივების პუნქტს შეიცავს.
18 წლის რეშფორდი "იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში მისი დებიუტი ევროპის ლიგაზე "მიდტიულანდთან" მატჩში შედგა. თინეიჯერმა შანსი 2 გატანილი გოლით აღნიშნა, მოგვიანებით კი იგივე გააკეთა პრემიერ ლიგაში დებიუტის დროს "არსენალთან" მატჩში. მარკუსმა ასევე სადებიუტო შეხვედრაში ინგლისის თასზე გაუტანა "ვესტ ჰემს". ხოლო ინგლისის ნაკრებში დებიუტი მე-3 წუთზე გატანილი გოლით აღნიშნა. რეშფორდმა "იუნაიტედში" სულ 17 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
აღმასრუელებელი დირექტორი ედ ვუდვორდი: "მარკუსი ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელია, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს. მან შანსი კარგად გამოიყენა და პირველ გუნდში თავი სწრაფად დაიმკვიდრა. მოხარული ვარ, რომ მარკუსმა ახალი კონტრაქტი გააფორმა, ის განვითარებისთვის ზედგამოჭრილ კლუბში იმყოფება. ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მომთმენები უნდა ვიყოთ, მაგრამ ის ვითარდება და მჯერა, წინ ნათელი მომავალი აქვს".
მარკუს რეშფორდი: "მოხარული ვარ, რომ ახალი კონტრაქტი გავაფორმე. ყოველთვლის "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ვიყავი, ასე რომ, პირველ გუნდში თამაში ოცნების ახდენა იყო. მიხარია, რომ ჩემი შანსი გამოვიყენე და ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენე. მსოფლიოს უდიდეს კლუბში თამაშის შანსი ყველაფერია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის".