უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი კვლავ იქნება და ამაში ინგლისელი ჟოზე მოურინიომ სატელეფონო საუბარისას დაარწმუნა.
Sunday People-ი ირწმუნება, რომ პორტუგალიელმა რუნის პარასკევს დაურეკა, სანამ "სამ ლომთა" კაპიტანი ავსტრალიის ნაკრებთან მატჩისთვის ემზადებოდა და კაპიტანს აცნობა, რომ მომდევნო სეზონში მისი იმედი აქვს - გასახდელ ოთახსა და მოედანზე რუნიმ მნიშვნელოვანი როლი უნდა იკისროს.
სატელეფონო საუბრისას განიხილეს მოურინიოს სატრანსფერო გეგმები და ჟოზემ რუნის ჰკითხა, თუ რა სჭირდებოდა კლუბს მისი აზრით.
"იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი კლუბის მწვერვალზე დაბრუნებას ისახავს მიზნად და ამაში რუნის დიდ როლს აკისრებს.