”იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა, რომ უეინ რუნი ვერ ითამაშებს კვირას პრემიერ ლიგის მატჩში ”ლივერპულის” წინააღმდეგ.შეგახსენებთ, რომ იგნლისელს შობის შემდეგ არ უთამაშია.მან მიიღო კოჭის ტრავმა ვარჯიშის დროს.თავიდან ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ფორვარდი 2-3 კვირის შემდეგ დაბრუნდებოდა.ამის მიუხედავად, უეინის დაბრუნება გადაიდო, რადგან რამდენიმე დღის უკან მის ცოლს გარდაეცვალა და, შესაბამისად ინგლისელი დროებით დაითხოვეს.
როგორც ჩანს, მწვრთნელი არ გარისკავს და არ შემოიყვანს მოედანზე რუნის.ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ფეხბურთელი FA თასის გადათამაშების მატჩში ”ვესტ ჰემის” წინააღმდეგ მიიღებს მონაწილეობას.თამაში 16 იანვარს გაიმართება.
”რუნი ისევ არ არის მზად.ვიმედოვნებ, დღეს ის ივარჯიშებს გუნდთან ერთად.თუ ყველაფერი წარმატებულად ჩაივლის, ის მალე დაბურნდება.ტრავმა აღარ არის სერიოზული, ასე რომ თუ დღეს რუნი არ იგრძონს ტკივილს, ის ითამაშებს ”ვესტ ჰემის” წინააღმდეგ.”