ვის არ გაუხარდებოდა კვირას ღამით ძველი ბიჭების დანახვა საერთაშორისო ტურნირის დაწყებამდე!
უეინ რუნი და გარი ნევილი ზეიმის ხასიათზე იყვნენ და ორივე მათგანმა პოპ-ვარსკვლავ ჯეიმს ბეის Hold Back The River-ის საქველმოქმედო ღონისძიებაზე მიიღო მონაწილეობა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა გიტარისტის როლი მოირგო, ხოლო უეინ რუნი მომღერლის როლში მოგვევლინა.
იმისათვის, რომ წარმოიდგინოთ, როგორ იმღერებდა რუნი გუშინ ღამით, შეგიძლიათ მცირე ექსკურსი ჩაიტაროთ ვიდეოს საშუალებით:
და ამის შემდეგ ცხადი გახდება, თუ როგორ გრძნობდნენ თავს "სამ ლომთა" მეკარეები ჯო ჰარტი და ფრეიზერ ფორსტერი, რომლებიც საღამოს მაყურებლის რანგში ესწრებოდნენ.