რომელუ ლუკაკუმ ნათელი ცხადყო, რომ იგი მომდევნო სეზონში სხვა კლუბის ღირსებას დაიცავს.
"მე ახლა ვიმყოფები იმ სიტუაციაში, როდესაც უნდა მივიღო სწორი გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივია ვისმინო ის, რასაც "ევერტონის" მფლობელები და ინვესტორები მთავაზობენ, მაგრამ მე მაქვს საკუთარი გეგმები, მსურს ვიბრძოლო ტიტულისათვის.
მე მქონდა ძალიან კარგი სეზონი, ის დრო კი, რომელიც "ევერტონში" გავატარე ფანტასტიკური იყო, თუმცა ახლა არის შესაფერისი მომენტი იმისათვის, რომ ახალი ფურცელი გადავშალო ჩემს კარიერაში. - განაცხადა ლუკაკუმ DailyMail-თან ინტერვიუში.
ბელგიელი თავდამსმელის მამამ, რომელიც ასევე მისივე აგენტია, განაცხადა, რომ მისი შვილისადმი ისეთი კლუბები იჩენენ ინტერესს, როგორებიც "მანჩესტერ იუნაიტედი", ლონდონის "ჩელსი", მიუხენის "ბაიერნი", "ატლეტიკო" და "იუვენტუსი" არიან. უფროსმა ლუკაკუმ ასევე დაამატა, რომ მისი შვილი არჩევანს "იუნაიტედსა" და ბუნდესლიგის ჩემპიონს შორის გააკეთებს.
ჭორების თანახმად, რომელუს არჩევანის გაკეთებას ხელს უწყობს ის ფაქტორი, რომ "ბაიერნში" მას მრისხანე კონკურენტები ეყოლება რობერტ ლევანდოვსკისა და ტომას მიულერის სახით.