"მანჩესტერ სიტის" აღმასრულებელმა დირექტორმა ფერან სორიანომ მოგვითხრო, თუ რატომ ჩაიბარა რვა წლის წინ "ბარსელონა" გვარდიოლამ და არა მოურინიომ.
მომდევნო სეზონიდან პორტუგალიელი და ესპანელი პრემიერ ლიგის დონეზე განაახლებენ დაპირისპირებას. მათი გუნდები ერთმანეთს მანჩესტერულ დერბიში დაუპირისპირდებიან. მოურინიო "იუნაიტედის" მწვრთნელი იქნება, გვარდიოლა - "სიტის".
2008 წელს სორიანო, რომელიც "ბარსელონაში" ხელმძღვანელობით პოსტს იკავებდა, ფრანკ რაიკაარდის შემცვლელს ეძებდა და მოურინიოს დანიშვნაზე ფიქრობდა. თუმცა ბოლოს არჩევანი გამოუცდელ გვარდიოლაზე შეაჩერა, რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა ოთხ სეზონში. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ფერანი წერს, თუ რატომ გააკეთა ასეთი არჩევანი.
"ორივე შესანიშნავ უნარებს ფლობენ და, როგორც ჩანს, წარმოსახვითი სკალის სხვადასხვა ბოლოში დგანან. ერთ მხარეს გამოცდილი მწვრთნელია, რომელმაც უკვე მიაღწია წარმატებას, მწვრთნელი, რომელსაც აქვს ძლიერი ხასიათი და არასასიამოვნო რეპუტაცია. მეორე მხარესაა ძალიან ნიჭიერი პიროვნება, რომელსაც კარგად იცნობს კლუბი, მაგრამ საერთოდ არ აქვს სამწვრთნელო გამოცდილება.
მწვრთნელი - ეს მუდმივი, ყოველდღიური წარმომადგენელია კლუბისა. ის მუდმივ სიფრთხილეს უნდა იჩენდეს. უნდა აფასებდეს მოწინააღმდეგეს, მსაჯს, მედიას და სხვა ინსტიტუტებს - ეს არის ფეირ-პლეი. არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა მედიას და არ უნდა შექმნა აუტანელი მდგომარეობა, მაგრამ უნდა იყოს კონცენტრირებული თამაშისა და გუნდის წარმატების მნიშვნელოვან ასპექტებზე.
მოურინიოს სამწვრთნელო მეთოდები თითქმის ყოველთვის ქმნიან კონფლიქტურ სიტუაციებს მედიასთან, ეს კი კლუბის შიდა კონფლიქტის პოტენციური წყაროა".