Telegraph Sport-ი იტყობინება, რომ მარკუს რეშფორდმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
"იუნაიტედის" 18 წლის თავდამსხმელს საოცარი სეზონი ჰქონდა საკლუბო დონეზე, ხოლო საერთაშორისო დონეზე მას მხოლოდ 138 წამი დასჭირდა იმისათვის, რომ პირველივე მატჩში გოლი გაეტანა, რითაც ტომი ლოუტონის 78-წლიანი რეკორდი დაამხო.
ასეთი შედეგებისთვის კი იგი კლუბმა ახალი კონტრაქტით დააჯილდოვა, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ კეთდება. მოსალოდნელია, რომ 10 ივნისამდე, ესე იგი, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გამოცხადდეს კონტრაქტის გაფორმების შესახებ.
ასევე შეიძლება, ახალი კონტრაქტით "იუნაიტედმა" კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი დააჯილდოვოს.