მაისის თვეში "მანჩესტერ იუნაიტედის" თვის საუკეთესო გოლის გამოსავლენად, რომელთა ხილვაც შეგიძლიათ ვიდეოში, უნდა გადახვიდეთ შემდეგ მისამართზე და ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს: ხმის მიცემა
ენტონი მარსიალის ორი გოლი მოხვდა ნომინაციაში: "ლესტერ სიტისთან" გატანილი პირველი გოლი და "ვესტ ჰემ იუნაიტედის" კარში გატანილი მეორე გოლი.
21-წლამდელთა გუნდს მეთი უილოკი წარმოადგენს, რომელმაც ჩემპიონების სეზონის ბოლო გოლი გაიტანა და "ჩელსისთან" გამარჯვება მოიპოვა.
ხუან მატას მიერ "ნორვიჩის" კარში გატანილი გოლი, ისევე როგორც მისი მონაწილეობით "ბორნმუთთან" შეხვედრაში უეინ რუნისა და მარკუს რეშფორდის მიერ გატანილი გოლები მოხვდა ნომინაციაში.
ესპანელის მეორე ნომინანტი გოლი "კრისტალ პალასთან" გატანილი ბურთია. ინგლისის თასის ფინალში მატამ ანგარიში გაათანაბრა, ჯესი ლინგარდმა კი იმავე შეხვედრაში შესანიშნავი დარტყმით გაიტანა და გუნდს ტიტული მოუპოვა.