გამოცემა FourFourTwo გაესაუბრა ნემანია ვიდიჩს და გაარკვიეს ვიდიჩის შეხედულებები სერბეთის ნაკრების პერსპექტივაზე, გარი ნევილის მომავალ მწვრთნელობაზე და სერ ალექსის ყველაზე კარგ მოთამაშეებზე...
თქვენი კარიერის განმავლობაში, თქვენ ძალიან ბევრ მცველთან ერთად მოგიწიათ თამაშმა. ვინ გამოდგა თქვენთვის ყველაზე კარგი პარტნიორი?
რიო ფერდინანდი. ჩვენ ერთად შვიდი წლის განმავლობაში ვთამაშობდით და ძალიან ბევრ წარმატებასაც მივაღწიეთ. ჩვენ ერთმანეთს, შეწყვილების დღიდანვე კარგად გავუგეთ.
ვინ იყო დაცვაში, თქვენი კერპი ბავშობაში?
მე მყავდა კერპი, მაგრამ არა მცველი. ეს მოთამაშეები ყოველთვის წინ თამაშობდნენ და უყვარდათ შეტევა. მათი თამაში უფრო მიმზიდველი იყო ჩემთვის, ვიდრე მცველების. როდესაც ვიყავი ახალგაზრდა, თამაში თავდამსხმელის პოზიციაზე დავიწყე. შემდეგ კი უკნ და უკან ვიხევდი და აღმოვჩნდი ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ჩემი ყველა კერპი, ფორვადი გახლდათ.
სერბეთის ნაკრებიდან წამოსვლის შემდეგ, არ გაგჩენიათ დაბრუნდების სურვილი?
ჩვენ გვყავს ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც კარგი წარმატების მიღწევა შეუძლია. მე უკვე პენსიაზე გავედი და ახლა მხოლოდ ნაკრების გულშემატკივრად ვითვლები. ჩვენ გვყავს ბევრი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია სერბეთს ბედნიერების და წარმატების მოტანა, მინდორზე. თქვენ ვერასდროს განსაზღვრავთ, თუ როდის დაამთავრებთ სანაკრებო კარიერას. თქვენ უბრალოდ წყვეტთ: ზოგჯერ ეს წარმატებულია, ზოგჯერ კი პირიქით. შანსი უნდა მივცეთ ახალგაზრდა მოთამაშეებს. ნეკრებში 10 წელი ვითამაშე. ახლა კი ახალგაზრდების ჯერია. ჩვენ გვყავს მატიას ნასტასიჩი "მანჩესტერ სიტიდან", ის ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს.
რომელი ახალგაზრდა, მოთამაშე მიგაჩნიათ "იუნაიტედის" რიგებში, საუკეთესოდ?
არსებობს ძალიან ბევრი მოთამაშე, დიდი პოტენციალით. ძნელია მათგან, რომელიმეს გამოყოფა და კომპლიმეტისგანაც თავს შევიკავებ. ჯობია მათ ბევრი ივარჯიშონ და იმუშაონ, ხოლო შემდეგ კი მოვა მათთვის კომპლიმენტების თქმის დროც.
როგორ ფიქრობთ, შეუძლია გარი ნევილს მიატოვოს კარიერა და გახდეს საფეხბურთო მწვრთნელი?
რატომაც არა? მწვრთნელობა მისთვისაა შექმნილი. ის ძალიან კარგად მუშაობს სატელევიზიო სივრცეში და ძალიან ობიექტურ შეფასებესაც აძლევს, მათ ვიზეც რეპორტაჟი მიჰყავს. მას ყოველთვის აქვს თავისი მოსაზრება და არასდროს მალავს ამას. კარგია როცა ტელესივრცეში ჩნედბა ისეთი ადამიანი, რომლის მოსმენაც სასიამოვნოა.
წყარო:
http://redevils.ru