თბილისი:
მანჩესტერი:
28-05-2016, 14:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3859,
კომენტარები: 11
ჟოზე მოურინიოს შედეგი "წითლების" წინააღმდეგ
მრავალწლიანი და მრავალგუნდიანი დაპირისპირება.
ჟოზე მოურინიოს შედეგი
თუკი სტატისტიკა საყურადღებოა, "მანჩესტერ იუნაიტედი" მოხარულია შეგახსენოთ, თუ როგორი ადამიანი გახდა მისი მწვრთნელი.

"ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი წარმატებისა და ქარიზმის ეტალონი იყო მას შემდეგ, რაც 2004 წელს "პორტუს" ხელმძღვანელი გახდა, ახლა კი ამ გზის გაგრძელებას "ოლდ ტრაფორდზე" შეეცდება.

მოურინიო ყველა ტურნირზე "იუნაიტედს" სულ 20-ჯერ დაუპირისპირდა და ამ ხნის განმავლობაში მან 9-ჯერ დაამარცხა "წითლები", 9-ჯერ ეთამაშა ფრე, 2-ჯერ კი მატჩი წააგო. შეგახსენებთ, როგორი შედეგი ჰქონდა მას "იუნაიტედის" წინააღმდეგ სხვადასხვა კლუბებით.

"პორტუ"

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრებს იმედი გაუცრუვდათ, უნდა ითქვას, რომ მოურინიოს პირველი მატჩი "წითლების" წინააღმდეგ საოცარი გამოდგა. ბენი მაკკარტის მიერ პორტუგალიაში გატანილი ორი გოლი ნიშნავდა, რომ სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს პირველ მატჩში დაფიქსირებული ანგარიში 2-1 საპასუხო შეხვედრაში თავის სასარგებლოდ უნდა შეეცვალა, რათა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასულიყო, მაგრამ, როცა პოლ სქოულზმა 32-ე წუთზე გაიტანა, "იუნაიტედს" უკვე შესრულებული ჰქონდა მისია. თუმცა, მოურინიო სხვა აზრისა იყო და როცა მისმა ნახევარმცველმა კოსტინიამ ტიმ ჰოვარდის შეცდომით ისარგებლა და მატჩის მიწურულს გოლი გაიტანა, მოურინიომ "ოლდ ტრაფორდი" შემოირბინა , რამეთუ მისმა "პორტუმ" 3-2 მოიგო. თუკი მოურინიოს შესახებ "წითლების" გულშემატკივრებს მანამდე არაფერი სმენოდათ, ამის შემდეგ ნამდვილად ბევრი რამ გაიგეს, მით უმეტეს, რომ იმ წელს "პორტუ" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ჟოზე მოურინიოს შედეგი "წითლების" წინააღმდეგ


"ჩელსი"

ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული წარმატება მალევე აღიარეს და გასაკვირი ნამდვილად არ იყო, რომ რომან აბრამოვიჩმა ჟოზე "ჩელსიში" გადაიბირა, სვლა, რომელმაც მოურინიო 2004/05 წლების პრემიერ ლიგის პირველი მატჩში "იუნაიტედს" დაუპირისპირა. "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული შეხვედრა პირველი აღმოჩნდა ოთხიდან, რომელიც მოურინიომ თავის პირველ სეზონში "წითლების" წინააღმდეგ ჩაატარა და ის მატჩი "განსაკუთრებულმა" 1-0 მოიგო, რაშიც ეიდურ გუდიონსენის ადრეულმა გოლმა შეუწყო ხელი. "იუნაიტედი" დასავლეთ ლონდონში იანვარში დაბრუნდა, როცა ლიგის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი ჩაატარა და საკმარისი გააკეთა იმისათვის, რომ შეხვედრა 0-0 დასრულებულიყო, მაგრამ ბოლოს მაინც მოურინიომ გაიცინა, როცა "ოცნების თეატრზე" მისმა გუნდმა ბოლო წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა. დემიენ დაფის გოლი ნიშნავდა, რომ "იუნაიტედმა" 2-1 წააგო და "ლურჯებს" გზა დაუთმო ფინალისკენ, სადაც მოურინიომ თავისი პირველი ტიტული მოიგო "ჩელსიში". პორტუგალიელმა მოგვიანებით ამ ტიტულს პრემიერ ლიგის ჩემპიონობაც დაუმატა და ეს გააკეთა მაისში "ოლდ ტრაფორდზე" 3-1 გამარჯვებით, როცა თავის სტატუსს ხაზი გაუსვა.

ჟოზე მოურინიოს შედეგი "წითლების" წინააღმდეგ


მოურინიოს პრესტიჟი დროის სვლასთან ერთად იმატებდა. დღიდან გუნდების მომდევნო შეხვედრისა, რაც 2005 წლის ნოემბრით თარიღდება, "ჩელსი" 40 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო. თუმცა "წითლებმა" ბოლოს მაინც იზეიმეს ჟოზეს დამარცხება, როცა დარენ ფლეთჩერის თავურმა სერ ალექსს "იუნაიტედის" მწვრთნელობის 19 წლის იუბილეზე სამი ქულა მოუტანა. საპასუხო შეხვედრაში სულ სხვა ისტორია მოხდა, რამეთუ ჟოზემ ზედიზედ მეორე ტიტული გაიფორმა "სტემფორდ ბრიჯზე" 3-0 გამარჯვებით. 2006/07 წლების სეზონში გუნდებმა ორივე მატჩი ფრედ დაასრულეს, ხოლო "იუნაიტედმა" ტიტული დაიბრუნა, სამაგიეროდ, ინგლისის თასის ფინალში უფრო მეტი ინტრიგა სუფევდა. დიდიე დროგბას მიერ დამატებით დროში გატანილმა გოლმა "წითლებს" მორიგი დუბლი წაართვა, ქომუნითი შილდის მატჩი კი 1-1 დასრულდა და "იუნაიტედმა" პენალტების სერიაში გაიმარჯვა. ეს მატჩი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებული უკანასკნელი შეხვედრა იყო მოურინიოსთვის.

ჟოზე მოურინიოს შედეგი "წითლების" წინააღმდეგ


მილანის "ინტერი"

იტალიაში გატარებული პირველი წარმატებული სეზონის შემდეგ მოურინიომ განაცხადა, რომ მისი სურვილი ახდა, როცა 2009 წლის თებერვლის მატჩში მისი "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "იუნაიტედს" დაუპირისპირდა. ჟოზემ კარგად ორგანიზებული გუნდის მშენებლის რეპუტაცია შეიქმნა, რაც მას მილანში წარმატების მიღწევაში ეხმარებოდა, მაგრამ ამჯერად "წითლებმა" გაიმარჯვეს, როცა ნემანია ვიდიჩისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებმა "ოლდ ტრაფორდის" ტაბლოზე 2-0 ანგარიში დააფიქსირა. რა თქმა უნდა, ისიც ვიცით, რომ მომდევნო სეზონში მოურინიო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა "ინტერით" და შემდეგ მადრიდის "რეალში" გადავიდა, სადაც რონალდუ უკვე მისი ფეხბურთელი იყო.

ჟოზე მოურინიოს შედეგი "წითლების" წინააღმდეგ


მადრიდის "რეალი"

"იუნაიტედი" და მოურინიო ერთმანეთს 2013 წლის თებერვლამდე არ შეხვედრიან, მაშინ კი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 1/4 ფინალში შეხვდნენ. ჟოზეს ნამდვილად ჰქონდა სამუშაო, რადგანაც "წითლებმა" "ბერნაბეუზე" 1-1 ითამაშეს და სახლში გასვლაზე გატანილი გოლის უპირატესობით ჩავიდნენ. მოურინიოს დაბრუნება "ოლდ ტრაფორდზე" ძალიან სკანდალური გამოდგა, რადგანაც მსაჯმა ჯუნეით ჩაქირმა ნანი გააძევა და "წითლებს" თამაში გაუფუჭდათ. წითელი ბარათით წაქეზებული პორტუგალიელი სპეციალისტის ტაქტიკურმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო. შეცვლაზე შესულმა ლუკა მოდრიჩმა პირველი, ხოლო რონალდუმ მეორე გოლი გაიტანა. მოურინიოს მორიგი გამარჯვება, რომლის შემდეგაც მან განაცხადა: "საუკეთესო გუნდი დამარცხდა".

ჟოზე მოურინიოს შედეგი "წითლების" წინააღმდეგ


"ჩელსი"

იმ წელს, 2013 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ მოურინიო "ჩელსიში" ბრუნდებოდა. აგვისტოში დევიდ მოიესის გუნდის წინააღმდეგ 0-0 მატჩი არც ისეთი სანახაობრივი გამოდგა. ძლიერი საშინაო შედეგი მოურინიოს გუნდთან დამაკავშირებელი მთავარი ძაფი გახდა, "ლურჯებმა" კი "წითლების" ოთხეულში მოხვედრის იმედს დიდი ზიანი მიაყენეს, როცა "სტემფორდ ბრიჯზე" 3-1 გაიმარჯვეს ახალ წელს, რაც სამუელ ეტო'ოს ჰეთ-ტრიკით მოახერხეს. მესამე ადგილზე გასვლის შემდეგ "ჩელსი" მანჩესტერში 2014/15 წლების სეზონში დაბრუნდა და 2010 წლის შემდეგ პირველი ტიტულის მოპოვების იმედი ჰქონდა. ლონდონელებს მნიშვნელოვანი სამი ქულის აღება შეეძლოთ, მაგრამ რობინ ვან პერსის გვიანდელმა გოლმა მათ იმედებს ბოლო მოუღო. ეს აღმოჩნდა შედეგი, რომელმაც "ლურჯებს" მცირე საფრთხე შეუქმნა ტიტულისთვის ბრძოლაში, საპასუხო შეხვედრაში მოპოვებული 1-0 გამარჯვებით კი მოურინიოს გუნდმა "იუნაიტედს" 10 ქულით გაასწრო. სერიული გამარჯვებული, პრემიერ ლიგის ტიტული კვლავ მისია და "იუნაიტედის" ფანებს იმედი აქვთ, რომ მომდევნო წლებში მსგავსი რამ "ოლდ ტრაფორდზე" მოხდება.

ჟოზე მოურინიოს შედეგი "წითლების" წინააღმდეგ




წყარო: manutd.com
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
28 მაი 2016 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ჟოზეეს ხო სულ უჭერდაა როცა ხვდებოდა რომ მისი გუნდი მანჩესტერს ხვდებოდა wink winked მაგრამ ეხლა შეუძლია დააბრუნოს ძველი დიდება am ხელსაყრელი პოზიცია აქ სალაპარაკოც ექნება რაც ყველაზე მაგრად უყვარს wink love am
0
№2
ავტორი: Lady in red
28 მაი 2016 14:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მთავარია მანჩესტერი გახდეს ისევ ის გუნდი, რომელიც ყველას აშინებს.
0
№3
ავტორი: ikeoni
28 მაი 2016 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ეხლა ჩვენთან ერთად მოიგებს ტიტულებს love
0
№4
ავტორი: AkkRed
28 მაი 2016 15:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ტიპი სიცოცხლეს გვიმწარებდა სულ და ეხლაც იგივე ხო არ აქვს ჩაიფქერებული?
0
№5
ავტორი: gela-manchesteri
28 მაი 2016 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
როდის დაიწყება რა ახალი სეზონი ტო
0
№6
ავტორი: stepno
28 მაი 2016 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: AkkRed
ტიპი სიცოცხლეს გვიმწარებდა სულ და ეხლაც იგივე ხო არ აქვს ჩაიფქერებული?

wink იმედია კიდე მოწინააღმდეგეები არ ვეგონებით wink
0
№7
ავტორი: RojoDiablo
28 მაი 2016 15:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რაც უნდა ექნა ჟოზეს, ყოველთვის მოკრძალებული და თბილი იყო მანჩესტერის მიმართ და ამაზე გავლენას ვერაფერი ახდენდა. ამ კაცისთვის რომ სულერთი არ არის იუნაიტედი, დიდი ხანია ყველამ იცის მგონი და ამაში ფერგი თამაშობდა დიდ როლს. წარმოიდგინეთ, ამისთანა ამბიციურ კაცს როგორ ენდომება რაღაც მაგარი გააკეთოს კლუბში, სადაც მუშაობდა სერ ალექსი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: JuanMata
28 მაი 2016 15:52
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: RojoDiablo
რაც უნდა ექნა ჟოზეს, ყოველთვის მოკრძალებული და თბილი იყო მანჩესტერის მიმართ და ამაზე გავლენას ვერაფერი ახდენდა. ამ კაცისთვის რომ სულერთი არ არის იუნაიტედი, დიდი ხანია ყველამ იცის მგონი და ამაში ფერგი თამაშობდა დიდ როლს. წარმოიდგინეთ, ამისთანა ამბიციურ კაცს როგორ ენდომება რაღაც მაგარი გააკეთოს კლუბში, სადაც მუშაობდა სერ ალექსი


გეთანხმები ყოველთვის პატივს სცემდა მანჩესტერს და ფერგის, ახლა ძალიან ბევრი რამ აქვს რაც მოტივაციას მისცემს.

1) მანჩესტერში მოსვლა ყოველთვის უნდოდა.
2) ფერფიუსონთან ერთად იმუშავებს გუნდში.
3) გუარდიოლას წინააღმდეგ იქნება დიდი დაპირისპირება
4) ჩელსის ჩავარდნის მერე უნდა დაამტკიცოს, რომ მაგარი მწვრთნელია.
0
№9
ავტორი: hemi
28 მაი 2016 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ასეთი გამამწარებელი მწვრთნელი ჩვენ არ გვყავს ბევრი, ტიპი სულ გვჯობნიდა და ახლა თუ იუნაიტედით უფრო დიდ წარმატებას არ მიაღწია მაგასაც ვნახავთ
0
№10
ავტორი: ლადო
28 მაი 2016 18:03
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
სიმპატია ყოველთვის ბევრ იუნაიტედის ფანს ქონდა ჟოზეს მიმართ, თუ არ გაამართლა სუ არაფერს ჟოზეფინას ემოციებს მაინც ვნახავთ :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top