ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი მინო რაიოლა აცხადებს, რომ მის კლიენტს ჯერ არ აურჩევია კლუბი და როცა ეს მოხდება, ყველა გაოცდება მისი გადაწყვეტილებით.
34 წლის ფეხბურთელს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. მისი გადაბირებით კი "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.
თუმცა რაიოლა აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდმა" შეიძლება შვედი ვერ იხილოს მასპინძელი გუნდის მაისურში.
"აუცილებლად "იუნაიტედში" უნდა გადავიდეს ზლატანი? მთელ შვედეთს არ დაეძინება თუ ეს არ მოხდება?
ჯერ კიდევ არ გადაგვიწყვეტია. საბოლოოდ კი სიურპრიზი იქნება. ყველა "იუნაიტედზე" ლაპარაკობს, ამიტომაც არ ვესაუბრები ჟურნალისტებს ხშირად.
არსებობს შეთავაზებები ინგლისიდან და ევროპიდან, ევროპის ფარგლებს გარედანაც, მაგრამ ყველა ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" წავა. ეს სირცუეა", - განაცხადა რაიოლამ.
მინომ ასევე თქვა, რომ იბრაჰიმოვიჩი არ აპირებს გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას.
"არ ვჩქარობთ. მე მხოლოდ ხარისხიანი რამ მაინტერესებს. ვნახავთ, რაც მოხდება, წინ დიდი დროა.
ერთადერთი, რის გარანტიაც შემიძლია მოგცეთ, ის არის, რომ ფეხბურთიდან არ წავა. მაგრამ ვერაფერს გეტყვით იმის თაობაზე, თუ სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.
ზლატანი მეფეა და კლუბი, რომელიც მას შეიძენს, საფასურს არ იხდის. ეს ნიშნავს, რომ იბრაჰიმოვიჩს, რომელმაც ახლახანს დაასრულა პსჟ-ში რეკორდული სეზონი, უმაღლესი ხელფასის მიღება შეუძლია. სარფიან მდგომარეობაშია".