"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" მცველის, კოსტას მანოლასის შეძენის თაობაზე აზრს ჟოზე მოურინიოს დაეკითხება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედებს.
"იუნაიტედის" ხელმძღვანელობასა და ბერძენი ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის ერთთვიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ მწვრთნელის პოსტზე არსებული გაუგებრობის გამო მისი შეძენა არ ხერხდებოდა.
თუმცა უკვე დადასტურდა, რომ ლუი ვან გაალის შემცვლელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა და სწორედ პორტუგალიელი გადაწყვეტს 24 წლის ფეხბურთელის შეძენის საკითხს.
მანოლასმა "ოლიმპიაკოსიდან" "რომაში" გადასვლის შემდეგ "ჯიალაროსის" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის სახელი დაიმკვირდა და უამრავი კლუბის ყურადღება მიიპყრო.
თუმცა ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში გადასვლის სურვილს გამოთქვამს და "იუნაიტედი" ამის საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს.
მაგრამ ცხადია, რომ ფეხბურთელის გადასვლა "ოლდ ტრაფორდზე" მოურინიოზეა დამოკიდებული, ვინაიდან ჟოზეს ეკუთვნის ბოლო სიტყვა ტრანსფერებთან დაკავშირებით.