ჟოზე მოურინიო, რომელიც რამდენიმე საათის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა, 21-ე საუკუნის ყველაზე ქარიზმატულ, ტემპერამენტიან და დასამახსოვრებელ მენეჯერად ითვლება. კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდი კი წარმოგიდგენთ თამაშის დროს მის ინტერვიუების ამონარიდებს, ციტატებსა და ა.შ.
"ვფიქრობ, საუკეთესო ადგილი სამუშოად სწორედ ინგლისშია."
"ვგრძნობ, რომ ინგლისური ფეხბურთიდან ძალიან ბევრი უნდა ვისწავლო და ამისთვის ჩემი საფეხბურთო აზროვნება ყოველთვის ღიაა. თუმცა, არის საკითხები, რომელიც პრემიერ ლიგას იქით უნდა მივცე."
"მძულს ინდივიდუალობაზე საუბარი. მოთამაშეები არ იგებენ ტიტულებს. მხოლოდ შემადგენლობა და გუნდი იგებს ტიტულს."
"ფეხბურთი არის თამაში გრძნობებისა და ინტელექტის შესახებ."
"ყოველი ინგლისელი ფეხბურთელის, ინგლისელი მხარდამჭერისა და ჟურნალისტების გამო, ყოველი თამაში ძალიან ამაღელვებელია და ვნებიანია, თუმცა ფეხბურთში ასევე ფიქრის მნიშვნელოვანია."
"მე 10 ადამიანთან თამაში უფრო მსურს, ვიდრე ისეთი მოთამაშეების ლოდინი, რომლებსაც ავტობუსზე აგვიანდებათ.
"მე ვარ მწვრთნელი და არა ჰარი პოტერი. ის მაგიურია, თუმცა სინამდვილეში მაგია არ არსებობს. მაგია არის მოგონილი, ხოლო ფეხბურთი რეალური."
"თუ მომესურვებოდა იოლი საქმე, "პორტოში" დავრჩებოდი. ლამაზი ლურჯი სკამი, ჩემპიონთა ლიგის ტიტული, ღმერთი და კიდევ ერთი ღმერთი, მე."
"ვფიქრობ, გუნდისთვის მსხვერპლის გასაღებად მზად ყველა უნდა იყოს. მხოლოდ გუნდზე ფიქრი, ეგოისტური არ უნდა იყოს."
"არის ვინმე ვინც მგავს? მე ვარ ერთადერთი, ვინც გახდა სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიგის ჩემპიონი. ასე რომ, ნაცვლად "განსაკუთრებულისა", ხალხმა მე "მხოლოდ ერთი" უნდა მიწოდოს.
და ბოლოს...
"ოლდ ტრაფორდი ფეხბურთის სათამაშოდ ფანტასტიკური ადგილია. მე აქ ყველა ჩემს კლუბთან - "ჩელსისთან", "ინტერთან", "პორტოსა" და "რეალთან" ერთად მითამაშია. აქ ასევე პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ლიგის თასის ეგიდითაც ვთამაშობდი. მე აქ სხვადასხვა გარემოებების გამო ძალიან ბევრჯერ მოვხვედრილვარ, თუმცა ეს ადგილი ყოველთვის მიყვარდა."