Daily Mail–მა დაადგინა საინტერესო სტატისტიკა: რაიან გიგზი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც გამოჩნდა ყველა – 20 ალბომის ეტიკეტში, რომელსაც ინგლისის პრემიერ ლიგის სეზონის, წინ უშვებდნენ...
რაიან გიგზის, ასეთი სურათი პირველად, 1993/94 წლებში დაიბეჭდა, მისი "იუნაიტედში" დებიუტიდან ორი წლის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში მის გუნდს შეეცვალა ოთხი სპონსორი ("Sharp", "Vodafone", "AIG" და "АОN") და ორი სპონსორი, რომელიც გუნდის აღჭურვილობას(ეკიპიროვკას) წარმოადგენდა, ესენია ("Umbro" და "Nike").
უელსელი ნახევარმცველი, ითვლება ერთადერთ მოთამაშედ, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგის ყველა სეზონში ითამაშა. ის იყო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, სერ ალექსის კლუბში. რაიან გიგზს ფიზიკური მომზადება ხელს უწყობდა, ეთამაშა, მინიმუმ 25 მატჩი სეზონში. ყველაზე ცოტა მატჩი მან 1998-99 წლებში ჩაატარა (24 მატჩი).
ბოლო 20 სეზონის განმავლობაში რაიანი "ლივერპულს" 35 ჯერ შეხვდა და ოთხი ბურთის გატანაც შეძლო.