"ჩელსის" მეკარე ტიბო კურტუამ თავისი ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შეაქო და მას წარმატება უწინასწარმეტყველა.
პორტუგალიელი უკვე დაინიშნა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად, მისი ყოფილი შეგირდი კი მოურინიოს შესახებ აზრს გამოთქვა.ს
"ის ძალიან კარგი მწვრთნელია. ნათელია, რომ ეს სეზონი ჩვენი არ იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ტოპ-მწვრთნელია და "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო წელს რთულად დასამარცხებელი გახდება", - განაცხადა ბელგიელმა.