წინა კვირას ნანი ესტუმრა თავის ძველ კლუბს, ”სპორტინგს”, კლუბს რომელმაც მას მისცა გზა დიდი მომავლისაკენ.პორტუგალიელს ამ დრომდე აწუხებს ნოემბერში მიღებული მუხლის ტრავმა და ჯერ არ აქვს შანსი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებისა.როგორც სერ ალექსი ამბობს, ვინგერი სათამაშოდ მზად იქნება იანვრის შუაში.
თავისუფალი დროით ისარგებლა ნანიმ და ესტუმრა მისი ყოფილი კლუბის, ”სპორტინგის” აკადემიას.ეს ჟესტი იყო ძალიან სასიხარულო მისი მწვრთნელებისთვის, რომლებმაც პორტუგალიელი ვარსკვლავად აქციეს.მათ ძალიან გაუხარდათ ნანის ხილვა.
”იუნაიტედის” ფეხბურთელის მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.იყო ჭორები, რომ მალე ნანი ”ოლდ ტრაფორდიდან” გადაბარგდებოდა, მაგრამ სერ ალექსმა ყველაფერი უარყო.”ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ იგი.მას აქვს რაღაც განსაკუთრებული, რაც სხვა ფეხბურთელებს არ აქვთ.ნანის აქვს დიდი ტალანტი.სამწუხაროდ, ის ტრავმირებულია.საიდან მოიტანეთ, რომ მე მისი გაყიდვა მინდა?გასაგებია, ეს ყველაფერი გამოწვეულია ახალი კონტრაქტის უთანხმოების გამო, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე აგვარებს დევიდ გილი.მე არ ვიცი რა სტადიაშია მოლაპარაკებები ახლა.ამის მიუხედავად, მისი გაყიდვა არასდროს არ მსურდა.”