ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიგვანიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობაზე თანახმაა.
34 წლის ფეხბურთელს შვედეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, მიიღო თუ არა შეთავაზება "იუნაიტედისგან", რაზეც მცირეხნიანი პაუზის შემდეგ უპასუხა: "ვნახოთ, რა მოხდება.
ინგლისიდან, იტალიიდან და ყველა ქვეყნიდან მაქვს შეთავაზებები. მომავალი უკვე დაწერილია. მე არჩევანი გავაკეთე".
იბრაჰიმოვიჩი თავისუფალი აგენტი გახდება მომდევნო თვეში, როცა "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი ამოეწურება და "იუნაიტედი" მისი გადაბირებით არის დაინტერესებული.
შვედის შეძენასთან ერთად "იუნაიტედს" მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს მიყვანაც სურს და თუ ეს მართლაც მოხდება, ზლატანი და ჟოზე კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან.
"მოურინიოს გადაბირება დიდებული სვლაა. თუკი ექშენი გჭირდება, მოურინიო მოგყავს. მას შემდეგ, რაც "ინტერი" დავტოვე, მასთან ერთად მუშაობა მენატრება".