ჰოლანდიელი ლეგენდა და ყოფილი ფეხბურთელი, რუდ გულიტი მიიჩნევს, რომ ვან გაალის ხელმძღვანელობის დროს "იუნაიტედი" სიმპათიებს არ გამოხატავდა.
"ლუი ძალიან ბევრ საკითხშია დამნაშავე. არ შეიძლება მთელი დროის განმავლობაში პრესას ეკამათო. მას ჰქონდა საკუთარი აზრი, თუმცა მუდმივი კონფლიქტი კარგს არაფერს მოუტანდა.
"იუნაიტედს" აქვს კარგი სტატუსი, რომელიც ბოლო რამდენიმე სეზონს არ ემთხვევა. ისინი ვერ მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგაზე, რაც მათთვის მიუღებელია. საფეხბურთო ცხოვრება ყოველთვის სამართლიანი არ არის, მაგრამ როდესაც სათავეში დიდ კლუბს ჩაუდგები უნდა იცოდე, რომ წარუმატებლობის გამო აუცილებლად გაგათავისუფლებენ,"-ციტირებს გულიტის სიტყვებს Sky Sports