ბასტიან შვაინშტაიგერმა განაცხადა, რომ მან ლუი ვან გაალთან მუშაობისას გერმანელს მხოლოდ საუკეთესო მოგონებები აკავშირებს. "ვფიქრობ, რომ ჩემსა და ვან გაალს შორის შესანიშნავი ურთიერთობა დამყარდა. მხოლოდ მან დააკმაყოფილა ჩემი სათამაშო პოზიცია ცენტრალურ ნახევარდაცვაში. სწორედ მისი წყალობით შედგა ჩემი ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში" და ამიტომ ლუის მადლობელი ვარ. ვან გაალით ნამდვილად აღფრთოვანებული ვრჩები. მიუხედავად ძალიან ცუდი სეზონისა, ჩვენ ტიტულის მოპოვება მაინც მოვახერხეთ.
ჯერჯერობით არ ვიცი ვინ ჩაუდგება "იუნაიტედს" სათავეში, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მანჩესტერული დერბი ახლა უფრო საინტერესო გახდება. იმ შემთხვევაში, თუ მთავარი მწვრთნელის პოზიციას ჟოზე მოურინიო დაიკავებს, ფეხბურთელები ძალიან ბედნიერები იქნებიან. ჩვენ მნიშვნელოვანი სეზონი გველის.
ამ ეტაპზე, მე მწყობრში ვარ. ჩემი გამოჯანმრთელება დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ჩემი საქმე ძალიან ცუდად იყო. რა თქმა უნდა, ტრავმები ხელს მიშლის, თუმცა დანებებას არ ვაპირებ,"-ციტირებს გერმანელი ნახევარმცველის სიტყვებს Daily Mail