Sky Sports-ი იტყობინება, რომ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედთან" ხელშეკრულებას პარასკევამდე არ მოაწერს ხელს.
მოურინიოს აგენტი ჟორჟე მენდეში ოთხშაბათს ინგლისში ჩაფრინდა, რათა "იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორთან, ედ ვუდვორდთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა და მოურინიოს სახელით ვაჭრობის უფლების საკითხები მოეგვარებინა.
მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და რამდენიმე საკითხზე უკვე შეთანხმდნენ, ეს საკითხები კი დღეს, ხუთშაბათს უნდა დამუშავდეს.
როცა ორივე მხარე კმაყოფილი იქნება, კონტრაქტი გაფორმდება, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ პარასკევიდან, 27 მაისიდან.