The Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ შუადღისას რაიან გიგზი იმყოფებოდა შეხვედრაზე სასტუმრო "ლოურიში", რომელსაც კლუბი ადრე გუნდის მოსამზადებლად და სხვადასხვა შეხვდრისთვის იყენებდა.
ბრიტანულმა გაზეთებმა კი ჯერჯერობით ვერ შეძლეს იმის გაგება, თუ რა მიზეზით და ვის შეხვდა გიგზი სასტუმროში. თუმცა პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ედ ვუდვორდი და ჟოზე მოურინიო ამჟამად ლონდონში იმყოფებიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლუი ვან გაალის დანიშვნის დროს, ზუსტად ორი წლის წინ უელსელი ლეგენდა იმყოფებოდა ამსტერდამის სასტუმროში, რის შემდეგაც რაიანი ჰოლანდიელის ასისტენტი გახდა.
შეგახსენებთ, რომ გიგზის მომავალი მოურინიოსთან ერთად გაურკვეველია. Sky Sports-ის ინფორმაციით, "იუნაიტედმა" რაიანს კლუბში დარჩენა უკვე შესთავაზა.