აქსელ ტუანზებემ ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრებში პირველი მოწვევა მიიღო, მისი კოლეგა კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი კი ნაკრებს მიღმა დარჩა.
ტუანზებე მომდევნო თვეში ჩასატარებ ორ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან პირველი მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ შედგება.
18 წლის ფეხბურთელი "იუნაიტედის" 21-წლამდელთა ნაკრებში წარმატებულად ასპარეზობის გამო დაჯილდოვდა. მან 11 მატჩი ჩაატარა ახალგაზრდული პრემიერ ლიგის ჩემპიონთა რიგებში და პირველი გუნდის განაცხადშიც ხვდებოდა. ცენტრალურ მცველს უფრო მეტი მატჩის ჩატარებაც შეეძლო, მაგრამ მას სეზონის განმავლობაში ტრავმები აწუხებდა.