"პიტერბოროს" ჩემდამი ინტერესზე, საკმაოდ დიდი ხნის წინ გავიგე. ცხადია ძალიან მომწონს "იუნაიტედის" რეზერვებში თამაში, მაგრამ არენდით სხვა კლუბში წასვლა – ეს უკვე გადადგმული ნაბიჯია. სწორედ ამიტომ, ვარ ბედნიერი აქ. მინდა, რომ უფრო გამოცდილი მოთამაშეებისგან ვისწავლო მეტი, ვიდრე აქამდე შემეძლო. დაწმუნებული ვარ, რომ ამ კლუბს წარმატებას მოვუტან. იმედი მაქვს, რომ ამაში, პარტნიორებიც ძალიან დამეხმარებიან. ყველაფერი ეს ძალზედ მნიშვნელოვანია." – განაცხადა ფეხბურთელმა manutd.com–თან.
პეტრუჩი გამოტყდა, რომ ბევრი ეცადა რაიან გიგზისა და პოლ სქოულზისაგან რაიმე ესწავლა: "მე ვცდილობდი, ფრანჩესკო ტოტის სტილის ათვისებას. ზოგჯერ შეგიძლიათ ბევრი ისწავლოთ მოთამაშეებისგან, რომელთაც უბრალოდ თვალს ადევნებთ. ის კიდევ თამაშობს მაღალ დონეზე და ძველებურად, ჩემი კერპად რჩება. ასევე, ძალიან მომწონსდა, ზინედინ ზიდანის თამაში. "იუნაიტედის" მაისურით თამაშით, თქვენ იღებთ განსაკუთრებულ მენტალიტეტს, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობებით ვერ მიიღებთ. შენ უყურებ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი და რიო ფერდინანდი, ამ ყველაფერს კი შემდეგ აღიქვამ."
"სამწუხაროდ, ძალიან ძნელია პირველ გუნდში თამაში. აქ დიდებული მოთამაშეები, არიან შეკრებილნი. ალბათ საუკეთესოც კი მსოფლიოი. თქვენ უნდა ეძებოთ განვითარების შესაძლებლობა, ამიტომ მივესალმები ამ არენდას. იმედი მაქვს ამით, არიმე სარგებელს მივიღებ."