Sky Sports-ი იტყობინება, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებულმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და შვედს შორის არავითარი შეთანხმება არ არის მიღწეული.
ინგლისსა და ევროპის სხვა ქვეყნების მედია იტყობინებოდა, რომ ზლატანი უკვე მიახლოვდა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
Sky Sports-ი ასევე ამტკიცებს, რომ ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის სურვილი მართლაც გამოთქვა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კლუბს ლუი ვან გაალი დატოვებდა. ეს კი უკვე მოხდა.
ჰოლანდიელის ნაცვლად "იუნაიტედში" ჟოზე მოურინიოს მისვლა იგეგმება, პორტუგალიელი კი არის სპეციალისტი, რომელთან ერთად შვედმა მილანის "ინტერში" იმუშვა.
34 წლის ზლატანით "იუნაიტედის" გარდა ევროპის სხვა კლუბებიც ინტერესდებიან და მათ შორის პრემიერ ლიგაში მოასპარეზეებიც არიან.