გილიემ ბალაგიე აცხადებს, რომ მადრიდის "რეალს" დავიდ დე ხეას გადაბირება კვლავ სურს, მაგრამ ახლა მდგომარეობა შეიცვალა.
ესპანელი ჟურნალისტის ცნობით, მადრიდელები ბოლო კვირებში მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ "ჩელსიდან" ტიბო კურტუა შეიძინონ.
"ესპანურ გაზეთ AS-ში გამოქვეყნდა, რომ დე ხეას შეთანხმება აქვს და თუ მადრიდის "რეალი" 50 მლნ. ევროს გადაიხდის, ის "ბერნაბეუზე" გადავა, მაგრამ მჯერა, ჟოზე მოურინიო მის დატოვებას ისურვებს, თუმცა ეს ისეთი გადაწყვეტილება იქნება, რომელშიც დე ხეა და "რეალიც" იქნებიან ჩარეული. ყველა ელოდა, რომ დე ხეა მომდევნო "გალაქტიკოსი" გახდებოდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა.
ბოლო კვირებში კი "რეალი" მხოლოდ იმას აკეთებს, რომ ტიბო კურტუას არწმუნებს, "ჩელსი" დატოვოს", - განაცხადა ბალაგიემ.