ჟოზე მოურინიომ "ჩელსიში" მდებარე თავისი სახლი დატოვა და ეს საეჭვოდ დაემთხვა ინგლისის დედაქალქში ედ ვუდვორდის ჩასვლას.
ამ წუთებში "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი ლონდონში იმყოფება, სადაც მოურინიოს აგენტს, ჟორჟე მენდეშს უნდა შეხვდეს, რათა პორტუგალიელი სპეციალისტის კონტრაქტის პირობები განიხილოს.
რამდენიმე წუთის წინ ჟოზე მოურინიო თავისი სახლიდან გავიდა, თუმცა უცნობია, სად მიემგზავრება პორტუგალიელი.