"რედინგის" მთავარმა მწვრთნელმა ბრაიან მაკდერმოტმა, უარყო ყველა ის ჭორი, თითქოსდა კლუბის ხელმძღვანელობა აპირებდა "იუნაიტედის" 22 წლის ფორვარდის არენდით აყვანას, რომელიც ახლა, სერ ალექსის გუნდში, მეოთხე თავდამსხმელად ითვლება.
"არამგონია, სერ ალექსმა დენი რომელიმე კლუბს მისცეს. – განუცხადა მაკდერმოტმა The Independent – არ ვიცი ეს ჭორები საიდან გაჩნდა, მაგრამ რეალობასთან კავშირი არ გააჩნიათ. ველბეკი შესანიშნავი მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, რომ სერ ალექსიც ასე ფიქრობს. ბოლოს და ბოლოს მთელი ინგლისიც ასე ფიქრობს."