Sky Sports-ის ჟურნალისტი ენდი ბარტონი უახლესი ინფორმაციის შესახებ გავრცელებულ ცნობებს გვიზიარებს.
როგორც ცნობილია, ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედთან" პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, მაგრამ ჯერ მოლაპარაკებები არ დასრულებულა. ენტი ბარტონი შექმნილ ვითარებას აღწერს. "ეს შეთანხმება ძალიან ახლოსაა დასასრულთან. პირადი პირობები უკვე შეთანხმებულია და ჩემს ხელთ არსებული ცნობით, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობდა. კონტრაქტის ხანგრძლივობა და მისი ხელფასი შეთანხებულია, ახლა მხოლოდ იმიჯის უფლების პირობებიღა დარჩა მოსაგვარებელი.
მაგალითად, მოურინიოს "იაგუართან" აქვს შეთანხმება, "მანჩესტერ იუნაიტედს" კი "შევროლესთან". ეს ყველაფერი შეთანხმებას არ ჩაშლის, მაგრამ უნდა დამუშავდეს.
მთავარი ის არის, რომ პირადი პირობები შეთანხმებულია და მოლაპარაკებები სრულდება".