ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის პირადი პირობები შეათანხმა.
Sky Sports-ი იტყობინება, რომ ორივე მხარის წარმომადგენელი ადვოკატები რამდენიმე საკითხთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რადგან ეს საკითხები კონტრაქტის გაფორმებამდე უნდა იქნეს მოგვარებული.
გამოცემა ასევე ამტკიცებს, რომ "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორის ედ ვუდვორდისა და მოურინიოს აგენტის ჟორჟე მენდეშის მოლაპარაკებების შედეგად კონტრაქტის ხანგრძლივობა და ხელფასის რაოდენობა უკვე შეთანხმებულია.
თუმცა, დიალოგი ჯერ კიდევ გრძელდება, რადგანაც იმიჯის უფლების თაობაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს დავა, რის გამოც უცნობია, მოაწერს თუ არა მოურინიო კონტრაქტს ხელს ოთხშაბათს.