26-05-2016, 18:30
ნანახია: 1616,
კომენტარები: 9
კემპბელი: "იუნაიტედს" ტიტულის მოლოდინი ექნება"
სოლ კემპბელი კლუბის ამბიციებზე საუბრობს.
ლონდონის "არსენალის" ყოფილი მცველი სოლ კემპბელი თვლის, რომ ჟოზე მოურინიოს დანიშვნა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად კლუბის მოლოდინს გაზრდის.
"ვფიქრობ, კლუბი მის შედეგებს აკვირდება - ორ ან სამწლიან კონტრაქტში ის ჩვეულებრივ იგებს რაღაცას მაინც, მაგრამ არა ინგლისის თასს, არამედ ჩემპიონატს.
ვფიქრობ, თუ მოურინიო "იუნაიტედში" გადავა, მისგან სწორედ ამას უნდა ელოდნენ - მომდევნო ორ ან სამ წელიწადში ჩემპიონატის მოგებას".წყარო:
skysports
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.