მაიკლ კერიკის 10-წლიანი ურთიერთობა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კიდევ ერთი წლით გაგრძელდება, რამეთუ ჟოზე მოურინიო მისთვის 12-თვიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ კერიკმა ლუი ვან გაალის მწვრთნელობის პირველ წელს სულ 20 მატჩი ითამაშა, 2015/16 წლების სეზონში მან რეგულარული სათამაშო პრაქტიკა დაიბრუნა და 42 მატჩი ჩაატარა, მათ შორის "კრისტალ პალასთან" ფინალური შეხვედრა.
მოსალოდნელი იყო, რომ კერიკი კლუბს დატოვებდა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს მისი გაშვება არ სურს - იტყობინება Daily Mail.