შვედი ფეხბურთელი "იუნაიტედს" უახლოვდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი შენაძენი ჟოზე მოურინიოს ეპოქაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეიძლება აღმოჩნდეს.
შვედი ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონთა რიგებს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ტოვებს.
გარდა იმისა, რომ მისით ინტერესდება "იუნაიტედი", 34 წლის ფორვარდს შეთავაზებები აქვს ჩინეთიდანაც.
თუმცა მან მოურინიოსთან ერთად მუშაობის შესახებ ისაუბრა და როგორც თვითონ განაცხადა, მასთან ერთად კვლავ სიამოვნებით იმუშავებდა.
53 წლის მოურინიო კი ლუი ვან გაალის შემცვლელად ითვლება და მისი წარმომადგენლები სამშაბათს უკვე შეხვდნენ "იუნაიტედს".
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" მზად არის, ფეხბურთელების გადასაბირებლად დიდძალი თანხები გადაიხადოს, მათთვის ცხადია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არყოფნა დიდი სახელების დაინტერესებაში ხელს შეუშლის.
იბრაჰიმოვიჩს კი ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში თამაშის შემდეგ პრემიერ ლიგის გამოცდა სურს.
წყარო:
bbc