"მანჩესტერ იუნაიტედში" ჟოზე მოურინიო გარი ნევილსა და ბრაიან კიდს მიიყვანს სამწვრთნელო საქმიანობაში დასახმარებლად.
"წითელ ეშმაკებს" სურთ კიდმა "მანჩესტერ სიტი" დატოვოს და "ოლდ ტრაფორდზე" ჟოზე მოურინიოს მარჯვენა ხელი გახდეს. მის გარდა კი პორტუგალიელი ნევილსაც იწვევს.
66 წლის კიდი "სიტიში" მანუელ პელეგრინის ნომერ მეორე თანაშემწე იყო სამი წლის განმავლობაში.
ახლა კი მას სთავაზობენ იმ კლუბში დაბრუნებას, სადაც თამაშობდა და ალექს ფერგიუსონის მმართველობის პერიოდში ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობის ექსპერტის რეპუტაცია შეიქმნა.
მოურინიოს, რა თქმა უნდა, რაიან გიგზის შენარჩუნება სურს, მაგრამ უელსელი არ აპირებს "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენას.
პორტუგალიელს კი მიაჩნია, რომ კლუბში აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი, ვინც ისტორიასა და ტრადიციებს კარგად იცნობს. ასეთ კანდიდატებად მას გარი ნევილი და ბრაიან კიდი მიაჩნია.