"პარის სენ-ჟერმენის" ყოფილმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. შვედს პორტუგალიელ სპეციალისტთან მუშაობა ძალიან მოსწონდა და ახლაც სურს.
"მან თავი დამაღწევინა ბევრი ისეთი რამისთვის, რომელსაც სხვა მწვრთნელები დიდი ძალისხმევის გარეშე ვერ შეძლებენ. როდესაც ვთამაშობდი, თავს ტერმინატორად ვგრძნობდი. მასთან მუშაობის დროს საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. ეს ნამდვილად ჰგავდა კატას, რომელსაც საკუთარი თავი ლომი ჰგონია,"-ციტირებს ზლატანის სიტყვებს ВВС.