ალექს ფერგიუსონის განცხადებით ჯონი ევანსს აქვს შანსი გახდეს „იუნაიტედის“ N1 ცენტრალური მცველი. ბოსმა ასევე თქვა, რომ ევანსი „,მანჩესტერ იუნაიტედის“ მომავალი კაპიტანია. სერ ალექსმა აღფრთოვანებულია იმით, რომ ჩრდილოეთ ირლანდიელმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თამაში, მას შემდეგ რაც „მანჩესტერს“ რიო ფერდინანდი და ვიდიჩი გამუდმებით ტრამვირებული ყავს. 25 წლის მცველმა წინა თვეში ხელი მოაწერა 4 წლიან კონტრაქტს და ის ახლოსაა 150-ე მატჩის ჩატარებასთან. ფერგიუსონს სჯერა, რომ მას „იუნაიტედში“ კაპიტნის სამკლაურის მორგებაც შეუძლია. „ის ფანტასტიური ფეხბურთელია, სწრაფია და შეუძლია ორივე ფეხით თამაში.“ - განაცხადა მან. „მან განიცადა დიდი პროგრესი უკანასკნელ წლებში, რაც მის ავტორიტეტს ზრდის.“ ფერგიუსონმა ასევე ისაუბრა ევრასა და სუარეზის დაპირისპირებაზე. ის იმედოვნებს, რომ სუარეზის დაპირისპირება მივიწყებული იქნება კვირას, ოლდ ტრაფორდზე გასამართ შეხვედრაში. სუარეზმა მიიღო ცუდი დახვედრა ოლდ ტრაფორდზე, მას ბრალი ედებოდა ევრას მიმართ რასისტული შეურაცხყოფის მიყენებისთვის. „საბედნიეროდ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა“ - დაასრულა სერ ალექსმა