ლონდონში მდებარება ჟოზე მოურინიოს სახლიდან ორშაბათს დაპაკეტებული ყუთები გაიტანეს, რადგანაც პორტუგალიელი მანჩესტერში გადასასვლელად ემზადება.
მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალი ინგლისის თასის მოგებიდან ორ დღეში გააძევეს, "იუნაიტედი" თავისი კანდიდატურის გადაბირებას ცდილობს.
"ჩელსის" ყოფილი მწვრთნელის დანიშვნა "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე კვირაში მოხდება, კლუბი კი ოფიციალურ განცხადებას მალე გააკეთებს.
მოურინიო ჟურნალისტების გარემოცვაში ორშაბათს, როცა თავისი სახლი დატოვა
53 წლის სპეციალისტს სახლის მახლობლად "ჩელსიში" ყოფილი ასისტენტი რუი ფარია შეუერთდა.
მოურინიო თავისი სახლის მახლობლად სასეირნოდ გავიდა, როცა მას "ჩელსიში" ყოფილი ასისტენტი რუი ფარია შეუერთდა. მოსალოდნელია, რომ ფარია მოურინიოსთან ერთად გადავა "ოლდ ტრაფორდზე".