"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი და ჟოზე მოურინიოს აგენტი ჟორჟე მენდეში დღეს ლონდონში ერთმანეთს შეხვდებიან - იტყობინება skysports.
"იუნაიტედი" მოურინიოს შესახებ დანიშვნის განცხადებას მიმდინარე კვირაში გააკეთებს.
სხვადასხვა გამოცემა იტყობინებოდა, რომ "იუნაიტედმა" მოურინიოს წინასწარ გადაუხადა თანხა, რათა სამწვრთნელო საქმიანობისთვის ხელი არ მოეკიდა და ვან გაალის გათავისუფლებამდე უმუშევარი ყოფილიყო.
Sky ადასტურებს, რომ "იუნაიტედსა" და მოურინიოს შორის მოლაპარაკება მართლაც გაიმართა, მაგრამ პორტუგალიელს კლუბისგან არავითარი წინასწარი ანაზღაურება არ მიუღია.