23-05-2016, 22:19
ნანახია: 4212,
კომენტარები: 16
ვან გაალმა კარინგტონი დამშვიდობების ჟესტით დატოვა
ლუი ვან გაალმა სავარჯიშო კომპლექსი მორიგი მიმანიშნებელი ჟესტით დატოვა.
ლუი ვან გაალმა თბილისის დროით დაახლოებით 19 საათზე "მანჩესტერ იუნაიტედის" სავარჯიშო კომპლექსი დატოვა და კამერებს დამშვიდობების ჟესტი უჩვენა.
პრესაში გავრცელებული იფორმაციის თანახმად, ჰოლანდიელი უკვე დაითხოვა "იუნაიტედმა", თუმცა კლუბის ოფიციალურ საიტს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
თავად ვან გაალი კი დღეს ნამდვილად იმყოფებოდა კარინგტონზე იმავე პირის თანხლებით, რომელიც დევიდ მოიესის გაძევების დღეს ასევე კარინგტონზე შეინიშნებოდა.
სწორედ სავარჯიშო კომპლექსზე უნდა მომხდარიყო ინფორმირება იმის შესახებ, რომ ლუის "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი აღარ იქნებოდა.
წყარო:
skysports
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.