მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული რენატუ სანჩესი აღიარებს მიზეზს, თუ რატომ აირჩია ბუნდესლიგის ჩემპიონთა რიგებში გადასვლა ნაცვლად "მანჩესტერ იუნაიტედისა".
"წითელი ეშმაკები" პორუგალიელის გადაბირებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ ჭორების სიმძაფრის მიუხედავად, სანჩესი რეკორდმაისტერთა რიგებში გადავიდა.
მან განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი იყო "ბაიერნის" უნარი, მოიგოს ტიტული.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" შეთავაზება გააკეთა. ეს კარგად არის ცნობილი. მაგრამ მე სხვა შეთავაზებებიც მქონდა.
"ბაიერნი" იმის გამო ავირჩიე, რომ დიდებული კლუბია. მათ აქვთ 65 ათასიანი სტადიონი და "ბენფიკას" მსგავსი ატმოსფერო. მე ტიტულებს მოვიგებ", - განაცხადა სანჩესმა.