თუ ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" მწვრთნელი გახდება, რაიან გიგზი კლუბს დატოვებს.
ჟოზე მოურინიოს შესაძლო მოსვლა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლუბიდან რაიან გიგზის წასვლას გამოიწვევს.
გიგზი, რომელმაც 29 წელი გაატარა "იუნაიტედში", the Sun-ის ინფორმაციით, სამწვრთნელო შტაბში მოხვედრის კანდიდატი უნდა ყოფილიყო.
თუმცა, თუ გამართლებდა ჭორები იმის შესახებ, რომ მოურინიო "იუნაიტედს" ჩაიბარებს, უელსელი ამ შეთავაზებას არ მიიღებს.
გიგზის ნებისმიერ იმედი იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მომდევნო მწვრთნელი გამხდარიყო, ახლა უსაფუძვლოა.
42 წლის გიგზი დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ მოთამაშე-ასისტენტის როლს ითავსებდა, იმ სეზონში დარჩენილ 4 მატჩში კი მან დროებითი მწვრთნელის მოვალეობაც მოირგო. 2014 წელს მთავარ მწვრთნელად ვან გაალის დანიშვნის შემდეგ გიგზი მისი ასისტენტი გახდა და მოსალოდნელი იყო, რომ ჰოლანდიელის წასვლის შემდეგ სწორედ რაიანი ჩაიბარებდა "იუნაიტედს".
მაგრამ "წითლების" ხელმძღვანელობამ მას ეს პოსტი არ არგუნა და გიგზი საპასუხოდ არც ასისტენტობას თანხმდება.
წყარო:
the sun