"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ ინგლისის თასის მოგება მთელ გუნდს წააქეზებს.
"იუნაიტედმა" ინგლისის თასი "კრისტალ პალასს" დამატებით დროში მოუგო და რუნის მიაჩნია, რომ ეს მის გუნდს კიდევ რამდენიმე ტიტულის მოგებაში დაეხმარება.
"კლუბისთვის მნიშვნელოვანი მომენტია. მას შემდეგ, რაც სერ ალექსი აქ არ არის, ტიტული არ მოგვიგია და ზღაპრულად ახალი გუნდი გვყავს, რომელსაც ერთად ბევრი გამარჯვება არ მოუპოვებია. ნამდვილად მნიშვნელოვანი მომენტია.
იმედი მაქვს, ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც პირველად შეეხნენ ტიტულს - მარკუს რეშფორდი და ენტონი მარსიალი - იგრძნობენ იმას, რაც მე ვიგრძენი, როცა ჩემი ტიტული მოვიგე, რომელმაც მეტის მოგების სურვილი მომცა. იმედი მაქვს, ისინიც იგრძნობენ, ეს მთავარი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს", - აცხადებს რუნი.
რუნიმ აღიარა, რომ გუნდს გაუმჯობესება სჭირდება. "მომდევნო სეზონში უნდა გავუმჯობესდეთ. პრემიერ ლიგაში ნამდვილად არ გვქონდა კარგი შედეგი - ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ.
მინიმუმ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავსულიყავით, მაგრამ ვერ შევძელით.
შენს თავს სტანდარტები უნდა დაუწესო, ჩვენ კი ამ სეზონში ვერ შევასრულეთ. როგორც ფეხბურთელები, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ სტანდარტებს დავუბრუნდებით და ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
"ბორნმუთთან" მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ სეზონი დავასრულეთ იქ, სადაც ვიმსახურებდით, მაგრამ მეტია საჭირო და ეს ვიცით. იმედი მაქვს, ასეც იქნება".