"წითლები" ახალგაზრდებით გაძლიერებას კვლავ აპირებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემის" ახალგაზრდა ფეხბურთელის, რის ოქსფორდის შეძენას აპირებს, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" განვითარებული ბუნდოვანი მოვლენები შეიძლება, ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს.
"იუნაიტედი" გასულ თვეში 17 წლის მცველისთვის 10 მლნ. ფუნტის გადახდას ცდილობდა. მათი მოლოდინით, ოქსფორდის შეძენა უნდა დასრულებულიყო მაშინვე, როგორც კი პრემიერ ლიგის სეზონი დასრულდებოდა, მაგრამ ოფიციალური კონტაქტი "ჩაქუჩებთან" ჯერ კიდევ არ განხორციელებულა.
Sunday Mirror Sport-ის ცნობით, ბოლო დღეებში გაურკვევლობამ კიდევ უფრო იმატა, რადგანაც აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდსა და გლეიზერების ოჯახს ჯერ კიდევ არ მიუღიათ ოფიციალური გადაწყვეტილება ვან გაალის მომავალთან დაკავშირებით.
ამის გამო კი ახალი ფეხბურთელის შეძენა ჯერ კიდევ პროცესშია.
ამას შიძლება მოჰყვეს ის, რომ "ვესტ ჰემმა" ოქსფორდს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს და თავის რიგებში დაიტოვოს.
თავად ფეხბურთელს სურს, მისი მომავალი მომდევნო კვირამდე გადაწყდეს, რადგანაც მომდევნო კვირას ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად სათამაშოდ სამხრეთ აფრიკაში მოსამზადებელ შეკრებაზე მიემგზავრება. "სამი ლომი" მომდევნო თვეში გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ოქსფორდს ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობის პერსპექტივა ხიბლავს, რადგანაც ჰოლანდიელი ახალგაზრდებთან წარმატებული მუშაობით არის ცნობილი.
ხოლო თუ "ოლდ ტრაფორდზე" ჟოზე მოურინიო გადავა, ოქსფორდის გადაწყვეტილებამ შეიძლება სხვაგვარი გეზი აიღოს.
P.S. ინფორმაცია გავრცელდა მანამ, სანამ გამოცხადდებოდა, რომ ვან გაალმა კლუბი დატოვაწყარო:
mirror