"მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებული ლუი ვან გაალის მომავალი ახალ გაურკვევლობას აღწევს, რამეთუ კვირას კლუბის სასტუმროს დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ "ეს დასასრულია".
გავრცელებული ჭორების თანახმად, ვან გაალს "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა შეხვდა კვირას, თუმცა ფეხბურთელებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, რა მოხდება მომავალში.
ის ფაქტი, რომ 64 წლის სპეციალისტი კლუბის ოფიციალურ პირებს გაესაუბრა, უდავოა, მაგრამ როცა Sky Sports-ის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა რამე სათქმელი მედიისთვის სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ, მან უპასუხა: "არა. არა. ეს დასარულია".
ვან გაალმა შაბათს "იუნაიტედს" ინგლისის თასი მოუპოვა 12-წლიანი პაუზის შემდეგ, მაგრამ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე ამანაც კი ვერ იქონია გავლენა.